ბეკეკა
გამიგონე, ბეკეკა, გეყო ხტუნვა-თამაში, ხედავ? დამეტაკე და ამომსვარე ტალახში. ერთხელ თუ გაგებუტე, ვეღარ გადამიბირებ, მერე მთელი საათი დაჯექი და იტირე. თუგინდ ჩემი მურიაც შენი ცოდვით იწვოდეს, შენ დედიკოს მონაწველ რძეს არ დავლევ იცოდე.