ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ფიქრს შეუძლია ექსკლიუზივი

ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს,
მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგი
და ახლაც მთვარეს მგელივით მისდევს,
როგორც მთებს აქეთ, ისე მთებს იქით.

მე ჩემი წილი ყვითელი მთვარე
ჩამოვაფარე ფანჯრებს ფარდებად...
და ისევ რაღაც იწყება გარეთ,
ოთახში ისევ რაღაც მთავრდება. 
1963წ

??????