ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ყველა განვლილი წამი ჩვენია! ექსკლიუზივი

მინდვრის ბოლოში ბრწყინავს მდინარე 
მდინარის გაღმა ბრწყინავს კრამიტი,
კრამიტს გადაღმა ბრწყინავს მყინვარი
და ყველაფერზე ბრწყინავს ამინდი.
გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,
სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს –
თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად,
მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.
1963წ

??????