ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "თუ არ გიმტყუნა გზაში ფეხებმა" ექსკლიუზივი

თუ არ გიმტყუნა გზაში ფეხებმა
და ისევ ხალხად თუ დარჩა ხალხი,
შენ, რა თქმა უნდა, არ შეგეხება
ამქვეყნიური ნესტი და თალხი.

ჯერ კი იცხოვრე და დაარიგე
შენი ნაფიქრიც, ხმაც და იერიც.
სიმდიდრე ჰქვია შენს სიღარიბეს,
უმწეობით ხარ ასე ძლიერი.
1968წ

??????