(ლექსი წაწერილი საკუთარ პორტრეტზე)
დახედავენ და იტყვიან უმალ:
ვინ შეუცვალა ზღაპარს სახება,
სად გაგონილა ასე ძალუმად
ქართული სახის გაპარტახება.
„მონღოლიაო“ — დასძენენ ფიცით,
შეუკურთხებენ მნახველნი სურათს,
შენ ხომ ამ გულის ამბავი იცი
და ეს სურათი მიიღე ძმურად.