ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * შენ მიყვები მაგ შარასა ექსკლიუზივი

შენ მიყვები მაგ სარასა,
მე ამ ბილიკს გაუყევი,
ახ! ეგ გული რამ ჩარაზა,
სიყვარული რა უყავი,
მოვალ მე შენ ფანჯარასთან,
გამოაღე გაუღები.

მე დაბლიდან შემოგღმებ,
გადმომღიმე შენ მაღლიდან,
შენი ღიმი მოციმციმე
გამედება ელვა - ხიდად.
მე ჩავიდებ გულში იმედს
და ამოვალ შენთან მშვიდად.

მე ამოვალ შენთან მყისვე,
თუ ღიმილი მომაშველე,
მე ამოვალ შენთან ისე,
ვერ გაიგებს დედაშენი.

შენ მომისმენ, მეც მოგისმენ -
სიყვარულით მე და შენით.

ოღნოდ ღიმი მომაშველე,
ოღონდ ღიმი მომაშველე.

1953

??????