ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * ვწერ ექსკლიუზივი

ვწერ, იფერება ქაღალდი შავად,
სხეულში ვეძებ საკუთარ გრძნობას,
ეს შემოდგომაც ქარივით გავა
და არვინ ქვეყნად არ მეტყვის ძმობას.

მოვა სხვაგვარი გამოთენება,
მოვლენ სხვაგვარი შეღამებანი.
ბედს ასე სურდა, ასე ინება,
აღსრულდებიან მისნი ნებანი.

მე დავალ ეხლა, როგორც ღამურა
და ფიქრი რხევას იწყებს ბინდისას.
გადმომიარა ღამით არმურმა,
ცად წარიტანა ჩემი სინდისი.
გამომაღვიძა დილის ხმაურმა
და მოვიდრიკე მშვილდი შნდისა.

1955

??????