* * * თქვენ, ქალბატონო ექსკლიუზივი
თქვენ, ქალბატონო,
ტრამვაიზე როცა ადიოდით,
ჩემსკენ უნაზესად მოაბრუნეთ ლამაზი თავი
და ტუჩებიდან გადმოგივარდათ ღიმილი ალისფერი.
ღიმილი დარჩა ქუჩაში დაგდებული.
ტრამვაი დაიძრა და თან წაგიტანათ თქვენ.
ჩვენ დავრჩით ქუჩაში.
ყველა მიეტანა დაგდებულ ღიმილს.
ყველამ მიიჩნია იგი თავისად...
მე კი, რომელსაც მეკუთვნოდა ღიმილი თქვენი,
ვიდექი - ბოძზე მიყრდნობილი -
და ვიღმებოდი.
1958