Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * დიდი მეფე იყავ ექსკლიუზივი

დიდი მეფე იყავ, დემეტრე მეფე,
რომელმაც დაწერე „შენ ხარ ვენახი“.
ნეტავი ეს ჰანგები სად ამოკრიფე,
რომ აღარ ასვენებს მღვდელს და მენახირეს.

ნეტავ ვინ მიგაჩნდა დიდებულს ვენახად,
ვენახი სად არი, სად ნახე უფალი!
ჰანგებით დასხმული ვენახი შენა ხარ,
შენა ხარ ვენახი უფალზე უფრორე.

შენ ბევრად შემდგარი მონასტერს ბარდები,
შენ ბევრად შემდგარი საკანში ბერდები,
და შენ გელანდება ვარდების ბარდები,
ვედრებით ბერდები, ბერდები ვედრებით.

გარეთ გელოდება მთელი საქართველო,
მუხლზე დაცემულა, ღაღადებს: მობრძანდით
და კაცი, რომელიც ღმერთებთან ათევდი
და მათი მარადჟამს იყავი მმოსავი,
დასტოვებ მინასტერს, საყვარელ ერისთვის,
მეფობას გაუწევ მთავრებს და ერისთვებს.

1963

??????