*** იმ კადრების ძირში ვწევარ ექსკლიუზივი
იმ კადრების ძირში ვწევარ,
ჩვენი ხელები დაბრუნება რომ გვეგონა,
ხეებივით მაღლა ვსუნთქავდით
და სახეზე სიტყვებით შეხებისას
გული ყელში გვებჯინებოდა,
მაგრამ ახლა იმ დღეებს ვეძებ,
არმომხდარ დღეებს,
აი, იმ დღეებს,
ერთმანეთზე რომ გაგვაბრაზებს,
რომ მერე,
ისევ თბილი დღეების ძირში,
ჩვენმა ხეებმა გაფოთლილი ტყე გამოისხან,
და ფერმკრთალ ჩრდილებს სინათლე შეაყვარონ.