*** როცა ხე ვიყავი ექსკლიუზივი
როცა ხე ვიყავი, არ ვიმეორებდი სიტყვებს წამდაუწუმ,
არ ვკვებავდი წყლითა და პურით,
ჩემი წილი მზისა და ჩრდილის ამარა ვიყავ,
ჩემი წილი დგომით და რხევით.
არც სახლები იდგნენ წყალში,
და თავის ნაცვლად, სხვა სახლებს არ ირეკლავდნენ.
არც ქალაქები მონაცვლეობდნენ, თარიღებივით.
არც მშიოდა. არც ვიძინებდი.
არც სიზმრებს ეკიდათ ცეცხლი შუა ზაფხულში
და არავინ იმსახსოვრებდა დღეების რიგს, არც საათებს.
როცა ხე ვიყავი,
წყალი თებერვალს მოჰქონდა,
მზე - აპრილის ანგელოზებს.
ახლა კი, ჩემო სულის ხეებო,
იარაღივით უნდა ავისხა მოთმინება, მოლოდინი
და ჩემი ცხოვრება - დაუქოქავი მუსიკალური სათამაშო.