ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** სადაც ქარია ექსკლიუზივი

სადაც ქარია, იქ იზრდება შენი ლოდინი,
სადაც ხელები ცხოვრობენ და იძინებენ,
იქ დამიძახე.
ცხოვრება ხომ სავარჯიშო ველოსიპედია,
გგონია, მიაქროლებ,
სინამდვილეში კი მიწას ატყუებ.
არ მოგატყუებ.
და მაშინ,
როცა გაიზრდება და აღარ დამიჯერებს
ჩემი სიყვარული,
გეტყვი, რომ:
სადაც ქარია, იქ ვდგავარ და შენს წილ ჩემ თავს
ჩუმად ვამშვიდებ, გადარჩენილი რომ დაგახვედრო.

??????