ნადირაძე ნინია
გაზიარება

მეგობრის ბლუზი ექსკლიუზივი

ნიკას

როცა ქუჩაში მიდიხარ, ვერ გრძნობ, შენი ჩრდილი მოგყვება თუ - არა. 
როცა ყველა კაფე ფარაონის აკლდამაა, ისე გვიანაა. 

რომ არ შეგიძლია, ამ ღამის სიგვიანე რომელიმე ბარის ბლუზში ჩააპირქვავო.
რა მნიშვნელობა აქვს, სად არის შენი ფიქრი მაშინ, როცა გძინავს,
შენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იმავე ადგილას ხარ -
იქ, სადაც შენი ნერვების მთავარი ნიშნულია -
და როგორც ქარბორბალა - დადიხარ და ბობოქრობ!

??????