Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

ჩიტი-ჩიორა ექსკლიუზივი

I
ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,
გამოიჩინა
ბუნებამ ძალა.
ჩიტი-ჩიორა
გალობს და გალობს:
არც დაეძინა, 
არც დაიღალა.
მწვანობს ჯეჯილიმ
ჰყვავის ხეხილი.
თეთრად ცხვარი სჩანს
გადაფრენილი.
დიან წყარონი
უხვად ყველგანა.
სამოთხესა ჰგავს
მთელი ქვეყანა.
მოსარწყავიც აქვს -
წვიმა ჟუჟუნა.
ტყეში ქედანმა
დაიღუღუნა.
ხნულებში ცელქობს
თაგვი წრუწუნა.
ჰფეთქენ იანი,
დღეა მზიანი,
ღმერთო, არ მისცე
ყვავილთ ზიანი!
რა კაი დროა,
რა კაი ხანა! –
არ მინახია
სხვა ამისთანა.
ჩიტი-ჩიორა
გალობს და გალობს,
რა დიდად ლაღობს,
რა ფრიად ხარობს!
თავის მღერაში
ცვილივით დნება,
გალობს დღედაღამ
და არა სცხრება.

II
გაყვითლდა მთები,
გაფუჭდა გზები.
ვუცქერ ბუნებას:
ჯავრითა ვკვდები.
აღარსად ვარდი,
აღარსად ია,
დაბლა ყვითელი
ფოთოლი ჰყრია;
ტყე ისეთია,
როგორაც გლახა:
შეეცოდება,
კაცმა თუ ნახა.
მკვდარ ამირანს ჰგავს
მინდორ-ველები:
დაუკრეფიათ
გულზე ხელები.
რა ვნახე გუშინ,
რას ვხედავ დღესა!
ვის ოინია,
ნეტავი, ესა?
ყველასგან მესმის
მე მხოლოდ კვნესა...
ჩიტი-ჩიორა
მარტო არ ჰკვნესის,
აჰშლია ჟინი
მღერის და ლექსის.
დაჰკივის მთასა,
დაჰკივის ბარსა,
გალობს და გალობს,
დაღლას არა ჰგრძნობს.
დამჭკნარ-დამზრდელი
დედა-ბუნება
გალობის ჰანგებს
ჩაებანება.

III
უარესი დრო
და ჟამი დგება,
მტერი ბუნების
სისხლითა ძღება.
ყინვა-ზრბისგან
ხე და ქვა სდგება.
გადალესილა
თოვლით მთა-ბარი.
თავზე გვექცევა
ყველას სახლ-კარი.
ყველაფერია
გამშრალ-გამხმარი.
არავის სწადის
გამოსვლა კარში;
ვარსკვლავებიც კი
იმალვის ცაში.
ვისაც სორო აქვს,
სოროში ძვრება,
და ვისაც არა,
სიცივით კვდება.
ეს დალოცვილი
ღმერთი რას შვრება?!
ჩიტი-ჩიორა
მხოლოდ არ სცხრება.
გალობს და გალობს
დაუცხრომელი,
კრიმანჭულებით
გაუძღომელი.
ერთი უყურეთ 
ცერის ტოლასა!
რა შეედრება
იმის ყოლასა!

1912

??????