დარო ზურაბიშვილს ექსკლიუზივი
(ალბომში ჩაწერილი)
ლამაზს ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა, -
შენი ნათქვამის ქართულით მაამე მეტისმეტადა!
ნეტავ, სულ ეგრე გაუბნა, როცა ვიქნებით ერთადა:
მოკლულს, ბნელს გულსა ნათელი თავს დაადგება სვეტადა.
ვცოცხლდები, აწმყოს ბეჩავსა მე ვცნობ მომავლის ბედადა,
ხელში ავიღებ ჩონგურსა ლექსების დასაბღერტადა. –
ვლოცულობ ნამდვილ ქართველს ქალს ცა-ხმელთ მფლობელთან ერთადა...
1913