ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მზეო თიბათვისა 

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად  მუხლმოყრილი  გრაალს შევედრები.
იგი, ვინც  მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.

ტანჯვა  განსაცდელში თვალნი მიურიდნე.
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

??????