ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს 

რა  დამშვიდებით გადავცქერი  მსოფლიო ღელვებს,
ვიცი:  ახლოა ის,  ვისაც ველი.
მას  სამოსელი  ბრწყინვალების და  გამარჯვების
მოაქვს  მებრძოლი პოეტისათვის.
დასცხრით,  ტალღებო, მზე  ამოდის  აღმოსავლეთით,
მზე  მოდის არა ერთი და ორი . . .
დამშვიდდით,   როგორც მე ვარ  მშვიდი ამ  მოლოდინში.

??????