ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რაც იქნეს იქნეს 

როს  სიბნელეა და გზას ვერ  ვიგნებ
მენატრებიან ფრთები  თეთრები,
მაინც არავის არ  ვევედრები:
გზა  გამასწავლეთ, გავიდე  იქნებ.

იქ  სასიკვდილო მახვილებს  იქნევს
ყველა ჩონჩხები,  ყველა ცხედრები,
მაგრამ არც  კვნესა, არც  დაყვედრება:
წინ  გაბედულად! რაც  იქნეს იქნეს!

??????