ლეონიძე გიორგი
გაზიარება

”დედას პური” და ”პაპას ქლიავი” 

თვალზე ცრემლები რომ აგორდება,
ცხოვრება როცა დაგვკბენს სიავით, ―
ძმებო, მითხარით, რათ გვაგონდება
„დედას პური“
და
„პაპას ქლიავი“?
ვიცით, ქლიავი კბილებს დაგვაჭრის
და საჭიროა მეტი განდობა? ―
ჩამორიგდება დედას პურები,
როცა იტყვიან ჩვენს შესანდობარს!

და მაინც გვიყვარს, ვით მონაქროლი
ჩვენი ყრმობიდან წმინდა ნიავი,
სიყვარულის მზით გადანამქრული, ―
„დედას პური“
და
„პაპას ქლიავი“!

??????