ორი ფრინველი
”ორი ფრინველი მოფრინავს, ორივე ქარის ქროლითა”, ერთმა ცას ცეცხლი მოჰფინა, ფრთებს აქნევს დაოქროილთა, მეორე მოლაჟვარდოა ლურჯი, ― ციაგი ფრთებითა; ერთი ― დარდივით მარტოა, მეორე ― იმედებითა; ერთი ხომ ჩემი სულია, ნეტავ მეორე ვინ არი? რა დიდი ხანი უვლია, კიდევ ცაზეა მდინარი!
|