ლეონიძე გიორგი
გაზიარება

ორი დღე 

თქმულა რომ ქვეყნად ორი დღე არი,
ვით სახსოვარი და იადგარი:
”დღე ― მოგონებად უკვე ქცეული
და მეორე დღე ― ჯერ არ დამდგარი”.
მე შენით ვზომავ სიცოცხლის სიბრძნეს,
შენზე მენიშნა ძველი თქმულება;
თუ განშორება დღეს შენი ვიგრძენ,
შენთან შეხვედრის დღეც მეგულება.
ვფიცავ შენ თავსა, ვიცი, დადგება
ის დღე ლამაზი, ის დღე ბრწყინვალე!
და ერთი შენი სხივით გადნება,
რასაც დღეს გულზე მაწყობ მყინვარებს.

??????