ლეონიძე გიორგი
გაზიარება

ტოროლასავით შეფრინდი გულში 

ტოროლასავით შეფრინდა გულში,
შიგ შეიყოლე ცისკრის ციალი,
მისთვის დილაა მუდამ ჩემს გულში
და ჩემს ლექსებში ― ვერცხლის წკრიალი...
განთიადის ფრთით შეიჭერ გულში
და გარეთ დილა რაღად ვეძიო?
ტოროლასავით დაჰქროლავ გულში,
რომ სულს წამითაც არ მიეძინოს...

??????