ბაირონი ჯორჯ
გაზიარება

ფრანგული 

1. 
უნდა წახვიდე, დიდებულო ჩემო სარდალო, 
ამ მცირე კრებულს შენს ერთგულთა — ტოვებ სავსებით?! 
შენი მეომრის ვინ თქვას დარდი დღეს უსამანო, 
თითქმის შეშლილან ამ ხანგრძლივი გამოსალმებით. 
ტრფობა ქალისა, მტკიცე ძმობის სულისკვეთება, 
მიჩნდა ორივე მე ძვირფასად, სიტკბოულევად, 
მაგრამ დღესრაა, ან იმ გრძნობას ვით შეედრება, — 
შენთვის მეომრის თავდადებას, შენს ერთგულებას? 
II. 
ხარ ჯარისკაცის სულისათვის შენ სათაყვანო! 
ომში პირველო, სწორუპოვარძლევით მოდიხარ, 
მოარჯულა და დაიურვა ბევრი სამყარომ
და ერთადერთი — ვერა ბედმა შენ ვერმოგდრიკა. 
ვიწვევდი სიკვდილს მე შენს გვერდით წლების ტრიალში, 
მშურდა მათი, ვინც ეცემოდა ველზე ბრძოლისა, 
როს გაისმოდა სასიკვდილო მათი ხრიალი; 
კურთხეულ იყვნენ! — შენ გმსახურეს პირველყოვლისა. 
III. 
და მეც მათ დარად ცივი ვიყო ახლა ნეტავი, 
ამიერიდან ვცოცხლობ, რათა ცქერამ მაღონოს, — 
ეჭვიანი და მხდალი მტრები ძლივს ვით ბედავენ, 
კაცი მოგანდონ, თანამდევად გამოგაყოლონ. 
ყველა ლაჩარი ხამს დაგეხსნას, დაგხსნას ხუნდები... 
ჰა! კვლავ დილეგი მიწიანი, ჩაბნელებული... 
ჩემთვის ეგ ჯაჭვი — ნათელია გაუხუნები, 
ჯაჭვი — შენს უდრეკ, თავისუფალ სულს მოვლებული. 
IV. 
სხვას მლიქვნელობენ უკვე ბევრნი, არისფლიდება, 
ასე დაყრუვდნენ, როცა უხმობთ მოვალეობა, 
როს გაიყოფენ მის ნაქურდალ და ცრუ დიდებას
და მისი ბნელით შეიცვლება შენი მზეობა? 
დარეკა ჟამმა, ეს ქვეყანა აწ სხვისი გახდა, 
ყველაფერს შენსას უკვე მშვიდი უარი ეთქვა, 
განა იყიდა მან გულებიც იმ თავის ტახტთან, 
გულები, კვლავაცრომ შენია და შენთვისფეთქავს?! 
V. 
ჩემო სარდალო, ხელმწიფევ და ძმაო, მშვიდობით! 
ასე არასდროს მოვდრეკილვარ, ამაყი სული; 
ვით უზენაეს ჩემს სამსჯავროს — არვევედრები, 
ვთხოვ, როგორც მტერს და სათხოვარი ესაა სრული: 
ყოველი საფრთხე, რაც შენ უნდა გამოიარო, 
ან განსაცდელი, — სივერაგე ბედის მსახვრალის, 
გავინაწილო, გმირთან ერთად გავიზიარო
მისი დაცემა-გაძევება — მისი საფლავი. 

??????