აღმაფრენა გამქრალია, შვენებანი მოთავდნენ...
დაიწერა ათენში 1810 წლის 16 იანვარს
აღმაფრენა გამქრალია, შვენებანი მოთავდნენ
და სიცოცხლე სნებიანი სადღაც მიეშურება,
ჩვენ გიჟურად ვიღიმებით, როცა უნდა ვგოდებდეთ,
თავს ვიტყუებთ ამაოთი, ასეთია ხურვება.
რაღაც წამი გაგვინათებს გონს ბოდვებით შეფერილს,
ყველა ნიჭი დაკარგული თითქოს დაგვნანებოდეს,
დარომელიც ისე ცხოვრობს, როგორც ბრძენკაცს შეჰფერის,
ცხოვრობს იმავ მარტვილობით, წმინდანნირომ კვდებოდნენ.