Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბაირონი ჯორჯ
გაზიარება

დამეტი (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი) 

ვითარც ჩვილი უუფლებო, წლებით მხოლოდ ბავშვი, ბიჭი,
მის გონებას წილად ერგო გართობის და ვნების ნიჭი;
სულით ურცხვი, არ ჰღაღადებს კეთილმოსურნეთა რწმენას;
ეშმაკივით მატყუარა, ემოწმება ცრუთა ენას;
პირფერობის ხელოვანი აკვნადყოფნის ასაკიდან;
ცვალებადი, ვითარც ქარი, მონაბერი მაღლა მთიდან;
ქალწულთა და მეგობართა სიცრუით აღმავსებელი;
სკოლიდანვე ტყუილების ოსტატი, დამფასებელი;
დამეტია, - უზნეობა მაღლა ცამდე ვინც ასწია,
გაცილებით სხვებზე ადრე მის მწვერვალებს მიაღწია;
მაგრამ ვნება, ერთადერთი მბრძანებელი სულის მისი,
აიძულებს კვლავაც შესვას განცხრომათა ცრუ სასმისი;
ავზნე ჟინით შეპყრობილი, ჯაჭვის რგოლებს წყვეტს ძაფებად,
და დამღუპველ სასმისს კვლავაც ის განცხრომით ეწაფება.

??????