განცდა (მთარგმნელი: ჩაბრაძე ბაჩანა)
(გალობა)
როცა ზაფხულს საღამო გადაღებავს ლურჯებით,
როს ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს,
შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები
და ნიავქარს მივუშვერ ჩემი შუბლის სიშიშვლეს.
არას ვიტყვი და ფიქრიც მიმატოვებს მოშურნე,
მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ვერსად ვერ დავემალე,
გავიჭრები შორი-შორ, ვით სიმღერა ბოშური,
ბენდიერი, ვითარცა სატრფოს მკერდზე მთვლემარე.