რემბო არტურ
გაზიარება

ოცნება ზამთარზე (მთარგმნელი: ბადრი თევზაძე) ექსკლიუზივი

ზამთარში ვპოვოთ ვარდისფერი მყუდრო ვაგონი
ცისფერ ბალიშებიანი.
იგი ბუდეა, სად კოცნები მეფობს უგონო
და სიამე ვნებიანი.

თვალებს დახუჭავ, რადგან სარკმელს მოწვდება ავი
ჩრდილების როკვა შემაღონები,
გაყინულ ღამეს შესეული საზარი ხროვა
შავი მგლებისა და დემონები

და მერე იგრძნობ ღაწვზე ამბორს გაკაწვრასავით,
ეს ჩემი კოცნა უეცარი, ობობასავით
თოითქოს კისრიდან სხეულს ჩაურბენს.

მეტყვი: "იპოვე!" თავდახრილი, მიხდილი ფერით
და ჩვენ დავიწყებთ ძებნას ციცქნა, ონავარ მწერის,
რომელიც დიდხანს იმოგზაურებს...

??????