შესვენება ტყეში ზამთრის ღამეს
ვიცი, ვისია ეს ტყე უღრანი-
შორსაა მისი ეზო-ბუხარი
და არც კი იცის, რომ ჩუმად, მარტო
ვუყურებ მის ტყეს და გულს უხარის.
ცხენი კი უნდოდ მიყურებს პატრონს,
რაკი ჭკვიანურს ვერაფერს მატყობს-
აქ ქოხის არ დგას და მხოლოდ ბნელი
ტყეა და შორით ტბა მოჩანს ფართო.
შეაჟღარუნებს ეჟვანს და ელის,
კვლავ იცნოს ჩემში მხედარი ძველი,
მაგრამ პასუხად ათასი თრთოლვით
ტყეს ახმოვანებს ფიფქები სველი.
კარგია ტყეც და ფიფიქების ბროლიც,
მარამ სიტყვასაც ვერ გავტეხ, მგონი,
და წინ სავალი გზა მიდევს შორი,
წინ ხომ სავალი გზა მისდევს შორი.