თოფურია თეა
გაზიარება

*** მინდა ის დღე იყოს ექსკლიუზივი

მინდა ის დღე იყოს,
ხუთი წლის წინანდელი.
გავიღვიძო და წავიდე ძველ სამსახურში,
ორი ლარით და მეტროს ტალონით.
მეცვას ძველი ჯინსი, მაშინ ახლად ნაყიდი,
დავჯდე ჩემს კომპიუტერთან
და დავწერო სტატია,
რამე იმდღევანდელ გასაჭირზე...
მინდა ის დღე იყოს,
იმ დღეს არ გიცნობდი.

??????