ჩემი გალაქტიკა
ახლა საგიჟეში ვითვლი ამხანაგებს,
ფანჯრებს ავაკარი წყევლა გისოსებად,
როცა ჩემს სიცოცხლეს ხსოვნა აჩანაგებს,
სივრცე უნამუსო- ლოცვით იმოსება.
არ მსურს მონატრება ჩემზე ვაბატონო,
გვერდით ოთახიდან მისტვენს ამნეზია.
ზოგჯერ უმიზეზოდ მძულხარ ქალბატონო,
(წუხელ მგლების ხროვა მთვარეს დაესია).
მე კი ახლაც ვზივარ , ვითმენ სიფიცხემდე,
რომ არ შევაჩვენო მთელი გალაქტიკა.
მინდა სიგიჟეზე ლექსებს მიფიცხებდე,
თუმცა უიღბლობამ ბედი ამატკია.
სივრცე უნამუსო ლოცვით იმოსება,
ახლა საგიჟეთში ვითვლი ამხანაგებს.
ფანჯრებს ავაკარი თვლემა გისოსებად,
რასაც განვაგებდი, იგი არ განმაგებს.