ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

შენ თუ მოელი? 

შენ თუ მოელი ჩემგან ისევ ლოცვა-ვედრებას,
მე აღარა მაქვს საიმისოდ ძალა და ღონე,
მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე,
რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას.

შენ ნუ მოელი ჩემგან ცრემლებს, არ არის ცრემლი!
რაი-ღა დარჩა საოცარი სანახავიდან?
შეცდომებს გული გულსაკლავად ეხლა დასცინის:
აღტაცების და სიწრფელის დრო გაჰქრა, წავიდა.

??????