ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

საღამო 

დანამულ ბალახებს მძინარე ტბის პირად
მსუბუქი ზეფირი ათრთოლებს ხშირ-ხშირად.
ხავერდი ცის სივრცე, ლაჟვარდი და მუქი,
ქათქათებს, ელვარებს, როს სწყდება მზის შუქი.
და ჩრდილი მწუხარე, წერწეტა ხის ჩრდილი,
ეცემა ბილიკზე შემკრთალი, დაღლილი.
და ისმის ციური გალობა ნარნარი:
საღამო სიცოცხლის, საღამო დამტკბარი...
ვინ იგრძნო სიცოცხლე ამაო, უმიზნო,
ან შვება ვინ იგრძნო, ან ტრფობა ვინ იცნო.
დანამულ ბალახებს მძინარე ტყის პირად
მსუბუქი ნიავი ათრთოლებს ხშირ-ხშირად.

1914 

??????