Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მე მესიზმრება 

მე მესიზმრება რაღაც არაჩვეულებრივი,
რაღაც სპეტაკი და უმწიკვლო, როგორც ცის ვნება,
ჰაეროვანი - როგორც სიოს ნელი ალერსი,
მსუბუქი - როგორც გაზაფხულის დღეთა შვენება.
მე მესიზმრება ქვეყნისაგან განშორებული
მხურვალე ლოცვით დაქანცული ქალწულთა კრება,
და თვალთა ცქერა სათნოებით, ლმობით აღვსილი -
მე მესიზმრება.
მე მესიზმრება რაღაც წმინდა, შორი ქვეყანა,
სადღაც, ოდესღაც ზმანებული, ერთხელ ნახული,
მე მესიზმრება ანგელოსთა ციური ნანა,
ღამის დუმილში ჩაქსოვილი და ჩასახული.
ტკბილი ოცნება გამიტაცებს ვით სიზმარ-ცხადი,
მკრთალი სინათლით სევდის ნისლი მიდის და ჰქრება...
და რაღაც წმინდა, შორეული, უცხო ქვეყანა -
მე მესიზმრება.
მე მესიზმრება უხმო ძილი, სამარადჟამო,
ირგვლივ ბინდ-ბუნდი და დუმილი დაურღვეველი,
მესმის, არც მესმის ქვეყნიურთა ვნებათ ძახილი,
თუ ეს სიოზე თრთის, შრიალებს მწვანე ტყე-ველი?
თუ ეს ზღვის ზვირთთა სიმღერაა, უცებ რომ სცხრება?
და ტკბილი ძილი, სამუდამო, დაურღვეველი -
მე მესიზმრება.
 
1914

??????