ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ტუტკუს 

(ექსპრომტათ)

როცა სიცოცხლის შორ გატაცებას,
ვუახლოვდებით, რად გწყდება გული?
მუდამ გვახსოვდეს, რომ უკვდავია
ჩვენი ერთობა და სიყვარული!

მეგობრის გული როდის არ იგრძნობს
მეგობრის სულის იდუმალებას?
იგი აქარწყლებს მწარედ დაკარგულს
მწუხარებას და ტანჯვა-წვალებას!

1914

??????