ახმატოვა ანა
გაზიარება

ღამით (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

მთვარე ძლივს მოჩანს, ღრუბლის ფთილები
დასეირნობენ ცაზე ტაატით
და მოღუშული ღამის გუშაგი
ისრებს შეჰყურებს კოშკის საათის.

ერთგულ ცოლს აფრთხობს ღამის სიჩუმე 
და ჩაუქრობელ წუხილით იწვის,
მოღალატე კი სახლში ბრუნდება
ცივი სახით და ტყუილი ფიცით.

მე მათ გრძნობებთან მესაქმება? _
გამოვეთხოვე უკვე სამყაროს.
ბაღში დავჯდები, რომ ჩანგს შევეხო
და ვარსკვლავები ცაზე დავთვალო..

??????