უძილობა (მთარგმნელი მიქაძე მაიკო)
სადღაც კატები კნავიან საწყლად,
ვიჭერ შორიდან მოსულ ფეხის ხმას.
ნანა შეცვალეს შენმა სიტყვებმა:
მესამე დღეა მათგან არ მძინავს.
შენ ისევ ჩემთან ხარ უძილობავ!
ვცნობ მე შემს სახეს კვლავ გარინდებულს.
რაო თამამო, რაო მშვენებავ,
არ მოგწონს განა ჩამი სიმღერა?
ფანჯრებს დაფარავს თეთრი ქსოვილი,
შემოიჭრება ბინდბუნდი ცისფრად . . .
იქნებ გვამშვიდებს ამბავი შორის?
რატომ ვგრძნობ ასე თავს კარგად შენთან?
1912