ახმატოვა ანა
გაზიარება

სიყვარული (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

ხან გველივით მზერით გნუსხავს
ჯადოქარი გრძნეული,
ხან ღუღუნებს ფანჯარასთან,
როგორც მტრედი ეული.

თრთვილში ბრწყინავს და მდელოებს
ყვავილებით გიქარგავს,
მაგრამ ძილს და მოსვენებას
უცილობლად გიკარგავს.

ხშირად ისმის მისი ლოცვა
ვიოლინოს ტირილში
და გაშინებს, როცა მოჩანს
ჯერ სულ უცნობ ღიმილში.

??????