რექვიემი (მთარგმნელი კოპალიანი ანი)
ხელებს მალავდა მუქი პირბადით::
-ფერი წაგსვლია. დღეს რად ხარ ასე?"
-რადგან ის მღვრიე და მწკლარტე დარდით
პირთამდე დათვრა, იმდენი ვასვი.
რა დამავიწყებს?! ბილიკს ბარბაცით
გაჰყვა, ტუჩები უკანკალებდა.
სირბილით ვდიე, გამიწყდა ქანცი,
გადავეღობე ბოლოს კარებთან.
ამოვისუნთქე და დავუყვირე:
თუ მიმატოვებ, მოვკვდები მაშინ!
მან გამიღიმა მწარედ და მცირედ
და მითხრა: ,,შედი, ნუ დგახარ ქარში!"