ახმატოვა ანა
გაზიარება

კისლოვოდსკი (მთარგმნელი ჯიქია ეკა) 

აქ პუშკინის მწირობის დაიწყო ჟამი
და ლერმონტოვის დასრულდა აქ.
აქ მთის ბალახის კეთილსურნელება
იგრძნობა ქარში
და მხოლოდ ერთხელ
და მხოლოდ აქ,
ტბის პირას, სავსე ჩრდილში ჩინარის,
მიმწუხრზე სევდიან ჟამს,
ვიცანი დაუცხრომელი კვესებით თვალის
ის ერთადერთი მარადიული
სატრფო თამარის.

??????