ბოლო შეხვედრის ჰანგი (მთარგმნელი მიქაძე მაიკო)
შიში ცივ ხელებს ითბობდა მკერდზე,
ჩემი ნაბიჯი მსუბუქი იყო,
და რომ ვიცვამდი მარჯვენა ხელზე
ის ხელთათმანი მარცხენის იყო.
ვიცოდი კიბე იყო სულ სამი,
მაგრამ მე მრავლად მეჩვენებოდა,
ნეკერჩხლებს შორის ჩუმი ჩურჩულით,
ეს, შემოდგომა მევედრებოდა:
“კვლავ მომატყუა ბოროტმა ბედმა,
ის მოწყენაა და ცვალებადი,
ჩვენ მოვკვდეთ ერთად!” მე ვუპასუხე:
“სულზე უტკბესო, ძვირფასო! კარგი! . . .”
ეს იყო ჰანგი ბოლო შეხვედრის,
და მე ავხედე სახლს ჩაბნელებულს,
იქ საძილეში ყვითელი ცეცხლით
სანთლები ენთო სულ უსულგულოდ.
1911