"ჰამლეტის" კითხვისას (მთარგმნელი რუხაძე თამარ)
1.
სასაფლასოთან მტვერდებოდა ნამოსახლარი
და ცისფრდებოდა მდინარე იქვე
და შენ მითხარი „მაშინ, კარგი მონასტერს წადი
ან ქმრად სულელი ვინმე შეირთე“
უფლიწულები, ვიცი ხშირად ამბობენ ასე
მაგრამ ჩემს ხსოვნას მხოლოდ შენი ფრაზა ენიშნა.
როგორც ყარყუმის მანტია მხარზე
ისე გადასწვდეს ეს სიტყვები ათას წელიწადს.
2.
„შენ...“ უნებურად
მოვწყვიტე ბაგეს.
ძვირფასი სახე
გაანათა ღიმილის სხივმა.
ნაკვერჩხალივით გაიკვესებს
მზერში ასე ნათქვამი სიტყვა.
მე შენ მიყვარხარ,
როგორც ორმოც დას,
ერთად მოგროვილს,
ვერ ეყვარები.