"ოცდაერთი რიცხვი. ორშაბათი. ღამე." (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ოცდაერთი რიცხვი. ორშაბათი. ღამე.
სიზმარეულ ნისლში გახვეული ქალაქი.
ამიხსენით ვინმემ, ო, მითხარით რამე, -
ვინ შეთხზა, რომ არის სიყვარული მარადი.
უსაქმობის გამო ეს იწამა ყველამ
და გონების საღ ხმას აღარავინ იგონებს,
სიყვარული უნდათ, სიყვარულის სჯერათ,
სიყვარულზე წერენ გულისმომკვლელ სტრიქონებს.
დაინახა ცოტამ ამ ყველაფრის მიღმა -
სიყვარულის მითი ხალხის მონაგონია...
მეც შემთხვევით ამას გადამყარა ფიქრმა
და მას შემდეგ თავი ავადმყოფი მგონია.