*** "ღრუბლები, ნაკვეთი უხეშ საჭრეთელით" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ღრუბლები, ნაკვეთი უხეშ საჭრეთელით
ირევიან ცაზე და თავისას წუხან
ხოლო ამ ტყე-პარკში ერთადერთი მუხა
ჯერ უღონო ყლორტთა ამწვანებას ელის.
მე მახარებს ახლა: ეს სენაკი ვიწრო,
შუაღამით ისევ ცისკრის სხივთა ფენა,
ო, რა კარგად მესმის მცენარეთა ენა, _
ყველა ხე და ბუჩქი მოფერებას ითხოვს.
მე მახარებს ახლა: ამ ტყე-ღრეში ყოფნა,
რაღაც მშვენიერზე მომღერალი ჩიტი,
უბადრუკი, ოდნავ ჩაზნექილი ხიდი
და ისიც, რომ დიდხანს არ მომიწევს მოცდა.