*** "ნაცრისფერ თვალთა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ნაცრისფერ თვალთა ცივ მზერას ვხედავ,
მოგონებებით კვლავ თავს ვიწამებ
და მახსენდებით მწარე ნაღველით
განმარტოებულს ტვერის მიწაზე.
თქვენ მანდ ტყვედ ყავხართ მშვენიერ ხელებს,
მე გადმოვყევი აქეთ გრიგალებს,
თქვენ ხომ, არც მეტი და არც ნაკლები,
თვით სიყვარულის მოკვლა მიბრძანეთ.
ჩემო ცნობილო თანამედროვევ,
თქვენ თქვით, რომ ჩვენი ჟამი წავიდა,
მე უღონო ვარ, სისხლი კი ბორგავს
და სათქმელს ისევ ვიწყებ თავიდან.
მე თუ მოვკვდები, რატომ არ ფიქრობთ,
ვინღა გიმღერებთ მწუხრის სიმღერებს,
ვინღა მოგიძღვნით ლექსებს ჩემს ნაცვლად,
ჯერ უთქმელ სიტყვებს ვინ ააჟღერებს?