ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "ბიჭი ატირებს სტვირს" (მთარგმნელი მიქაძე მაიკო) 

ბიჭი ატირებს სტვირს, გოგონა დაწნის გვირგვინს,
ტყეში ბილიკი ერთი გადაეჭდობა ბილიკს,
შორიდან მოვა კვამლი, ველის კოცონის არის, – 
მე სულ ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი ვიცი.

მე ვიმახსოვრებ მათ, გულში ალერსით ვიდებ,
მაგრამ ერთია რაღაც, რასაც ვერაფრით ვიგებ.
სიბრძნეს არ ვითხოვ, არა, არც ძლიერება მინდა,
ოღონდ მიმიშვით ცეცხლთან, ცოტა გათბობა მინდა!

ო, როგორ მცივა ისევ . . . ფრთიანი თუნდაც უფრთო,
მხიარულების ღმერთი, არ მინახულებს, არა.

1911

??????