*** "კარი დარჩა ღია" (მთარგმნელი მიქაძე მაიკო)
კარი დარჩა ღია,
სურნელია ცაცხვის.
. .
მაგიდაზე გდია
შენი ხელთათმანი.
ფრთხილად ვუსმენ ჩურჩულს
შუქის ყვითელ წრისა,
რატომ მიმატოვე?
მე ვერ გამიგია . . .
მხიარული, მშვიდი
ხვალ იქნება დილა.
ამ ცხოვრებამ ლაღმა,
გული გადარია.
ის კი დაიღალა,
ფეთქავს უფრო ჩუმად.
იცი, ვკითხულობდი,
სული უკვდაავია . . .
1911