ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "შენ იფიქრე, რომ სხვასავით ვარ მეც" (მთარგმნელი ხომერიკი ბესო) 

შენ იფიქრე, რომ სხვასავით ვარ მეც,
თუ დამივიწყე და თუ მომეშვი,
გვედრებ,ვიტირებ, დაგხვდები სადმე,
ჩავუვარდები შენს ცხენს, ფლოქვებში.

ან შევუკვეთავ, თილისმას ჯადოს.
შევალოცვინებ, ექიმბაშს ავსულს,
სადმე, უჩუმრად შენს სახლში დავდო
და დავუბრუნდე, სანატრელ წარსულს.

წყეულიმც იყავ. კვნესით და ვიშით,
არ შევეხები შეჩვენებულ სულს.
ხატზე ვიფიცებ, კრძალვით და შიშით
ვეღარ მოვესწრო მაშინ გაზაფხულს,
თუნდაც დამადონ ხელზე, ხუნდები-
მე შენ არასდროს დაგიბრუნდები.

??????