რილკე რაინერ მარია
გაზიარება

ევა (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო) 

დგას ამაღლებულ კათედრალთან და დუმილს არ შლის, 
განფენილია სისადავე სარკმლის მინებთან, 
შემოფეთებულ ბედისწერას იგი მინებდა, 
უჭირავს ვაშლი და თავადაც პოზაა ვაშლის. 

უბრალეულოს ბრალეული ერგო ურიგო, 
იმ მოზარდისთვის ჟამთა შორის რომ იქცა მიჯნად. 
მან სიყვარულით უკვდავებას გადააბიჯა, 
რათა მიწაზე ახალი დრო დაწყებულიყო. 

ძველ სამყაროში დარჩებოდა იგი სიამით, 
ერთსულოვნება იყო მკვიდრი სადაც ცხოველთა 
და შეხედავდა ყოველივეს ახლებურ თვალით.

მაგრამ როდესაც ჰპოვა კაცი ვნებების ძალით, 
წაჰყვა მას ისე, როგორც სიკვდილს, მძლეველს ყოველთა, 
თუმც არ იცოდა თუ ვინ იყო მაშინ უფალი.

??????