ინდიელთა ბანაკი
ტბის ნაპირას ორიოდ ნავი მოჩანდა. იქვე ახლოს ორი ახალგაზრდა ინდიელი იცდიდა, ნათელი იყო ვიღაცას ელოდნენ.
მალე ნიკი და მამამისი გამოჩნდნენ, ბიძია ჯორჯთან ერთად. ნაჩქარევად შეაცურეს ნავები წყალში და ნიჩბების მოსმას შეუდგნენ.
ბნელში გამეფებულ მდუმარებას წყლის დგაფუნი არღვევდა. ტბის ზედაპირზე მხოლოდ მათი სილუეტი მოჩანდა რაც უფრო იდუმალს ხდიდა გარემოს.
- სად მივდივართ მამა?
-ინდიელთა ბანაკში. ქალია ცუდად რომესაც ჩვენი დახმარება სჭირდება..
ცოტა ხანში ნაპირიც გამოჩნდა. სადაც მეორე ნავი გაეჩერებინათ. ბიძია ჯორჯი ბნელში იდგა და სიგარას ეწეოდა, ნათელი იყო მათზე ბევრად ადრე მიეღწიათ დანიშნულების ადგილს. როდესაც ყველა შეგროვდა, ადგილობრივი ინდიელი გაუძღვა მათ ბანაკისკენ,მცირერიცხოვანი ჯგუფი ტყეში გაუჩინარდა.
ბანაკთან მიახლოებისას ძაღლები ყეფით გამოეგებნენ უცნობებს, თუმცა პატრონის დანახვისას გაჩუმდნენ და უკან, სიბნელეში გაუჩინარდნენ. კარავთან მათ უკვე ელოდა ხანშიშესული ქალი ლამფით ხელში.
შიგნით შესულებს არც ისე სახარბიელო სურათი დახვდათ. ახალგაზრდა ინდიელი ქალი, რომელიც ზედიზედ 2 დღე ცდილობდა ბავშვის გაჩენას ტკივილებისგან იტანჯებოდა, გარშემომყოფები ყველანაირად ცდილობდნენ მის დახმარებას მაგრამ უშედეგოდ, მისი ქმარი კუთხეში იჯდა და ყალიონს ეწეოდა, ოთახი კი საშინლად ყარდა.
ნიკის მამამ იქვე მყოფ ქალს წყლის გაცხელება სთხოვა. ნიკი კი გვერდით გაიხმო:
- ნიკ, ამ ქალს ბავშვი უჩნდება.” თქვა მან.
- ვიცი”. მიუგო ნიკმა
- არა არ იცი. მომისმინე მას უნდა რომ მისი პატარა მოევლინოს ამ ქვეყანას, მის პატარასაც უნდა დაბადება მაგრამ საქმე ცოტა გართულდა სწორედ ამიტომ კივის იგი ასე ხმამაღლა.
- მამა. შეგიძლია მისცე მას რაიმე, რაც მას ტკივილს შეუმსუბუქებს, რომ კივილი შეწყვეტოს.
- ახლა მისი კივილი მნიშვნელოვანი არაა, ასე რომ არ ვნერვიულობ ამაზე.
მომავალმა ბავშვის მამამ ვეღარ გაუძლო მისი ცოლის ასეთ ყოფაში ყურებას და კედლისკენ შებრუნდა. სამზარეულოდან დაბრუნებულმა ქალმა აცნობა მათ რომ წყალი ცხელი იყო. ექიმი შიგნით ინსტრუმენტების ჩალაგებას შეუდგა, თან ნიკთან საუბარსაც არ წყვეტდა:
- ნიკ, ხანდახან ბავშვებს უჭირთ დაბადება და მათთვის დახმარების გაწევაა საჭირო, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ცოტახანში. ძალიან არ მინდა რომ ასე მოხდეს მაგრამ სხვა გზა არ მექნება. უფრო ზუსტად ცოტა ხანში გავიგებთ…
ექიმმა გადაწყვიტა რომ მისი ჩარევა უკვე საჭიროებას წარმოადგენდა, ამიტომ ჯორჯს და იქვე მყოფ ინდიელ კაცს დახმარება სთხოვა. ოპერაციის დროს ქალმა სიმწრისგან ჯორჯს მკლავზე უკბინა, რამაც ჯორჯის გაღიზიანება გამოიწვია მაგრამ წამიერად.
ნიკი კი იქვე იდგა და მამამის ეხმარებოდა. ეს დრო მისთვის ძალიან გაიწელა, ცოტაც და მამამისმა მას ახალშობილი აჩვენა.
- ხედავ ნიკ, ბიჭია. მოგწონს?
ზედაც არ შეუხედავს ისე მიუგო:
- კი ლამაზია. მისთვის აქ დარჩენა უკვე შეუძლებელი ხდებოდა ამიტომ სამზარეულოში გასვლა ამჯობინა.
ცოტა ხანში მამამისმაც დაასრულა სამუშაო, ჯორჯი თავის მკლავს უყურებდა.
- მაგაზე ნუ წუხარ, მოგცემ წამალს და უმალ გაგივლის” თქვა ექიმმა. შემდეგ კი ოთახში შებრუნდა და ქალს დახედა. იგი გარდაცვილივით იწვა სარეცელზე, თვალები დაეხუჭა და ძლივს შესამჩნევად სუნთქავდა.
- მე დილით ისევ დავბრუნდები, ექთანი კი შუადღისთვის აქ იქნება და მოიტანს ყველაფერს რაც გვჭირდება” თქვა მან.
- ეს კი შენ ჩემო ჯორჯ, წაისვი და თვალის დახამხამებაში გაქრება შენი “ჭრილობა”. ღიმილით გაუწოდა წამალი მეგობარს.
- დიდი მადლობა მეგობარო. გაეპასუხა ჯორჯი.
- ჯობს ახლა ბავშვის მამა მოვინახულოთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მშვიდად იყო და ეს დაფასების ღირსია. ყველა ასე ვერ მოიქცეოდა.
კაცებმა სამზარეულო დატოვეს და გვერდით ოთახში გავიდნენ სადაც მათ ახალშობილის მამა ელოდათ. იგი სკამზე იჯდა, თავი გვერდით გადაეგდო და ხელებიი ჩამოეყარა. ჯორჯმა საბანი გადასწია, რომელიც მას მხრებზე მოეფარებინა და ყველამ დაინახა ამაზრზენი ჭრილობა, უბედურს ყელი თავისივე ხელით გამოეჭრა.
- ნიკი მოაშორე ოთახს ჯორჯ” წამოიყვირა ექიმმა. მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო. ნიკი სამზარეულოს კარში იდგა და სურათს გაშეშებული შეჰყურებდა…
მზე უკვე ამოსულიყო როდესაც ბანაკი დატოვეს და ტბისკენ დაიძრნენ.
- ძალიან ვწუხვარ აქ რომ წამოგიყვანე ნიკ – თქვა ექიმმა. – ეს საშინელება შენ არ უნდა გენახა.
- მამა, ქალებს ყოველთვის ასე უჭირთ ბავშვის გაჩენა?
- არა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, ძალიან იშვიათად.
- მამა, რატომ მოიკლა მან თავი?
- არ ვიცი. ალბათ ვერ შეეგუა იქ ნანახს.
- ბევრი კაცი იკლავს თავს?
- არა, მხოლოდ ძალიან ცოტა ნიკ.
- და ქალები?
- ძალიან იშვიათად.
- არასდროს?
- არა, მხოლოდ იშვიათად.
- მამა, სად წავიდა ბიძია ჯორჯი?
- ცოტა ხანს დარჩება იქ.
- მამა, სიკვდილი ძნელია?
- არ ვიცი ნიკ, ასე მგონია რომ ძალიან ადვილია. მაგრამ ყველაფერს გააჩნია”
მზე უკვე გორაკებს დაჰყურებდა ზემოდან. უცებ წყლიდან თევზი ამოხტა, თუმცა მალევე გაუჩინარდა. ნიკმა წყალში ხელი ჩაყო.ძალიან სასიამოვნო წყალი იყო, თბილი.
ნიკი იჯდა ნავის კიჩოზე, მამამისი კი ნიჩბებს უსვამდა.
უცებ ნიკს უცნაური შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს ის არასოდეს მოკვდებოდა.