ცვეტაევა მარინა
გაზიარება

ეჭვის მცდელობა (მთარგმნელი: ნინო ქოქოსაძე) 

როგორ გიდგებათ გული სხვასთან -
ნიჩბის მოსმა, აჰ! იოლია?
ჩემი ხსოვნა სანაპირო ზოლს გაჰყოლია.
(წყალზე კი არა - ცაზე მოდრეიფე მე ვარ კუნძული!)
სული სულის გახდეს დობილი,
საყვარლობა აკრძალულია!
როგორ გიდგებათ გული ქალთან -
ღვთიური რომ არც რა ებადა –
დამამხობელო
სადედოფლო ნეტარებათა!
„სახლს ვიქირავებ,
კმარა თრთოლვა სულის, სხეულის"...
როგორ ეწყობა ვინმე რიგითს
ჩემი რჩეული!
მსუყეა თუმცა სალაფავი,
ნუ სწუხ, მიგიჩვევთ,
თქვენო ღირსებავ,
სინას მთას რომ გადააბიჯეთ!
როგორ გამოგდით ნეკნით ტრფობა 
ვიღაც მოკვდავთან?
სირცხვილი, როგორც ლაშზე ლაგამი
როგორ არ გიწყვეტთ შუბლის მოსართავს!
როგორ ხართ? როგორ?
ჯანმრთელად ხართ?
იმღერით? ხარობთ?
სინდისზე წყლულებს როგორ უძლებთ?
როგორ? - საწყალო!
როგორ გიდგებათ გული - დახლის საქონელთან,
მძიმეა ღალა?
როგორ შეეწყვეთ ფუყე თაბაშირთან
კარარული მარმარის ღალატს!
კლდეში ნაკვეთი, ნაფშხვენებად ქცეულხარ, ღმერთო!
როგორ გიდგებათ გული ათასმეერთესთან
ლილითის შემცნობს!
როგორ დახარბდით ბაზრის ცინცხალს,
საოცრების დაკარგეთ ცნობა?
როგორ შეეწყვეთ - ვისაც არ აქვს
მეექვსე გრძნობა!
ღირდა?
ჩამოვსხდეთ. ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან.
არა? ამ მღვიმეს არა აქვს სიღრმე!
როგორ შეეწყვეთ, ძვირფასო, მძიმედ?
თუ უფრო მძიმედ,
როგორც მე -
ვინმეს!



ПОПЫТКА РЕВНОСТИ

Как живется вам с другою, -
Проще ведь? - Удар весла! - 
Линией береговою
Скоро ль память отошла
Обо мне, плавучем острове
(По небу - не по водам!)
Души, души! быть вам сестрами,
Не любовницами - вам!
Как живется вам с простою
Женщиною? Без божеств?
Государыню с престола
Свергши (с оного сошед),
Как живется вам - хлопочется - 
Ежится? Встается - как?
С пошлиной бессмертной пошлости
Как справляетесь, бедняк?
"Судорог да перебоев - 
Хватит! Дом себе найму".
Как живется вам с любою - 
Избранному моему!
Свойственнее и съедобнее - 
Снедь? Приестся - не пеняй...
Как живется вам с подобием - 
Вам, поправшему Синай!
Как живется вам с чужою,
Здешнею? Ребром - люба?
Стыд Зевесовой вожжою
Не охлёстывает лба?
Как живется вам - здоровится - 
Можется? Поется - как?
С язвою бессмертной совести
Как справляетесь, бедняк?
Как живется вам с товаром
Рыночным? Оброк - крутой?
После мраморов Каррары
Как живется вам с трухой
Гипсовой? (Из глыбы высечен
Бог - и начисто разбит!)
Как живется вам с сто-тысячной-
Вам, познавшему Лилит!
Рыночною новизною
Сыты ли? К волшбам остыв,
Как живется вам с земною
Женщиною, без шестых
Чувств?
Ну, за голову: счастливы?
Нет? В провале без глубин - 
Как живется, милый? Тяжче ли - 
Так же ли - как мне с другим?

??????